53 წლის ჯენიფერ ლოპესი და მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, 50 წლის ბენ აფლეკი ბევერლი-ჰილსზე, სეირნობის დროს გადაიღეს. წყვილი, როგორც ყოველთვის ხელიხელჩაკიდებული მიდიოდა.
ამ დღეს ჯეი ლო განსაკუთრებულად მოდურად გამოიყურებოდა. მას თავისუფალი სტილის ჯინსის შარვალი, მაქმანებიანი ბოდე და „ციმერმანის“ კუბოკრული პიჯაკი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 1391 ევროა. რაც შეეხება ბენს, მას ნაცრისფერი შარვალი და კლასიკურის პიჯაკი ეცვა.
მათ თან ახლდათ ჯეი ლოს 15 წლის ქალიშვილი, ემმა, რომელიც, როგორც ყოველთვის ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი.
„თაფლობის თვე გრძელდება“ – „ბენიფერი“ წითელ ხალიჩაზე
როცა ყოფილი ქმარი ქორწინდება – „ბენიფერი“ დიდი ოჯახური ვოიაჟი ლოს-ანჯელესის ქუჩებში


