LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია: „გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს“

153
ნიკა მელია (1)

„გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების მუდმივი განთავსების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ხოშტარია: „ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა“

ოდიშარიამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციას სურს რუსეთმა კიდევ მეტი ოკუპაცია განახორციელოს, დააზიანოს „ქართული ოცნება“ და დაიბრუნოს ხელისუფლება, რადგან სხვა შანსი მათ არ აქვთ“.

„მე მახსოვს ყველა ომი, რომელიც გადაგვხდა. საფრთხეს, როგორსაც ვხედავდი 1991-92 წლებში, მომდევნო წლებში, 2008 წელს და ახლა განსაკუთრებულს, რადგან გავეშებულია აბსოლუტურად რუსეთი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გამოვიბათ ასი ყური და ასი თვალი, რომ რამე არ გამოგვრჩეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ

კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს და არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რუსეთის ფედერაციას რაიმე საბაბი ჰქონდეს დამატებითი აგრესიისთვის.

რაც აგრესია განვიცადეთ, მატერიალური, მორალური, ფიზიკური, უნდა ვიკმაროთ და პირიქით დავატრიალოთ ბორბალი, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისათვის, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება.

ამავე თემაზე:

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა“ – კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g