მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გუშინ გავრცელდა განცხადება, რომელიც ამჯერად, ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებას უკავშირდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მისი პირადი ცხოვრება „ახლაც და მომავალშიც“ მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება.
აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ არაერთი ადამიანი დაინტერესდა ვინ მართავს ექსპრეზიდენტის ფეისბუკ გვერდს. სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტი გაავრცელა ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
„ოფიციალურად ვინ მართავს მიხეილ სააკაშვილის fb გვერდს, იცით ვინმემ? საღლიცინოდ არ ვწერ. მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე“, – წერს ინგა გრიგოლია.
