ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს მამაკაცის შესახებ, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ეძებს.
„ოჯახი ბოლოს საკუთარ ტელეფონში ნახა, გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით
ადრე”, ცოლმა რომ გამოუგზავნა, იმ ბოლო ვიდეოში.
სამივე შვილი დივანზე იჯდა.. 4 წლის, 7 წლის ….
მეორე დღე ღამდება, გაშეშებული მამა ისევ სტიქიის ეპიცენტრთან დგას, ხან რაჭის ტყეს გაჰყურებს, ხან ცაში იხედება… იქნებ საიდანმე იმედის სხივი დაეშვას.
ხან იმ საშინელ აზრებსაც ებრძვის, რომ აფიქრებინებს, იმ ოთხიდან ვინმე …
სულ ერთია რომელი…
იქნებ ერთი ცალი მაინც დაიბრუნოს..
ღმერთო იმ თქვენს სამყაროში ამდენი ანგელოზი მართლა გჭირდებათ?!!”, – წერს თათია ზუხბაია.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია
ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ
შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში