LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის ახლობლები თავად აღწერდნენ თუ რა მოხდა შოვში, სტიქიის დროს – ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა“ – ოდიშარია

479
fot (2)

„ოჯახის ახლობლები თავად აღწერდნენ თუ რა მოხდა შოვში, სტიქიის დროს – ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა“, – ეს განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

მისი აზრით, იმაზე საუბარი, რომ სტიქიის ადგილზე საკმარისი სამაშველო სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა არ არსებობდა, დეზინფორმაციისა და „ფეიკ“ კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

ბექა ოდიშარიას შეფასებით, შოვში „ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტი ძალისხმევა იყო გაწეული“.

„თითქოს მეზობელი ქვეყნებიდან დახმარების მიღება იყო საჭირო და ჩვენ განზრახ უარი ვთქვით, რაც საჭირო ნამდვილად არ იყო. საზოგადოება ხედავდა, რომ მაშველები ფუტკრებივით მუშაობდნენ და ხეობაში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის მობილიზების გამო, მგონი, ადგილიც აღარ იყო დარჩენილი.

ჩვენ ნამდვილად არ გვეთაკილება, არაერთი მეზობლისთვის ანალოგიური დახმარება გაგვიწევია და საჭირო რომ ყოფილიყო ამ დახმარებას თავისუფალი სინდისით ვთხოვდით”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სარჯველაძე: არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

ვრცლად იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g