LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი დონბასელ სეპარატისტებს „სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას“ სთავაზობს

85
ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი დონბასელ სეპარატისტებს „სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას“ სთავაზობს. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ისინი ამას გააკეთებენ თუ საჭირო იქნება. 

„აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“, – განაცხადა კვირას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ  პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

მან დონბასში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ასევე შეშფოთება გამოხატა და თქვა, რომ ისინი ამას აკვირდებიან. როგორც ბჟანიამ აღნიშნა, უკრაინული მხარის ქმედებებით გამოწვეულმა დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციამ, არ შეიძლება შ არ გამოიწვიოს შეშფოთება.

„აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა უზრუნველყოს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. დახმარება დონბასისთვის“, – თქვა მან.

აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთს მზად აქვს იმ უკრაინელი მოქალაქეების სია, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, „მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“ - Washington Post

წერილში ასევე ნათქვამია, რომ სამიზნეები იქნებიან უკრაინაში ემიგრაციაში მყოფი რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და ანტიკორუფციული აქტივისტები და „მოწყვლადი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“.

ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კავშირშია DPR და LPR-ის ხელისუფლებასთან. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის მოსახლეობა მზად იქნება, ევაკუირებულები საკუთარ სახლებსა და ბინებში დააბინაოს.

„აფხაზეთის ხალხი, რომელმაც ომის მძიმე გაჭირვება გამოიარა, ამ რთულ დროს დონბასის მცხოვრებლებს მხარს უჭერს. ჩვენ მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ოფიციალური კიევი, კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში მოგვარებაზე, აშკარად  უარს ავლენს.

დასავლელი კურატორების წაქეზებით, უკრაინა მიზანმიმართულად მიდის პროვოკაციაზე, რომელიც შეიძლება გახდეს საფრთხე მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ კიევში საღი აზრი გაიმარჯვებს  და კონფლიქტის შესახებ, მშვიდობიანი გადაწყვეტის ალტერნატივა არ არსებობს”, – დაასკვნა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, რომ ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში კონტაქტის ხაზზე ხუთშაბათს დილით დაიძაბა. დონბასში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 136-ჯერ დაარტყეს, დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო

DPR-მა და LPR-მა ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის მხრიდან ყველაზე აქტიური დაბომბვის შესახებ განაცხადეს. მათ ზიანი მიაყენეს არაერთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტს. პარასკევს, LPR და DPR-ის ხელმძღვანელებმა, ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშლინმა განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების მზარდი საფრთხის გამო, რესპუბლიკების მცხოვრებლების ევაკუაცია რუსეთში, კერძოდ როსტოვის რეგიონში დაიწყეს.

პესკოვი: რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია

18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა.

უკრაინელებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, დონბასი უნდა დატოვონ და რუსეთში გადავიდნენ… ეს არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ადმინისტრაციამაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი მათ პროვოცირებას, ყველანაირად ცდილობს.

ამავე თემაზე:

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო

ომის თავიდან აცილების შანსი ჯერ ისევ არსებობს: ენტონი ბლინკენი

ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

“არ ვიცი რა სურს პუტინს, ამიტომ ვთავაზობ შეხვედრას” – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g