სცენარისტი ქეთი დევდარიანი არჩევნების მეორე ტურს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
დევდარიანი ფეისბუქპოსტში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და აცხადებს, ახლა ბრაზის მთავარი სამიზნე “ქართული ოცნებაა”.
მისივე თქმით, გუშინ ოპოზიციამ მოიგო, მაგრამ მიტაცებულ ქვეყანაში მოგებას და წაგებას არა ხალხი, არამედ მიმტაცებელი განსაზღვრავს:
“ახლა მთელ ბრაზს იმ ხუთ შემომხაზველ-პერფორმერზე ნუ გადავტეხთ, ბიულეტინებზე რომ მდარე ლიტერატურა შემოგვთავაზეს.
ბრაზის მთავარი სამიზნე არის “ქართული ოცნება”. არ ვუსმენთ წესიერად მათ უმაღლეს ინსტანციას, ხიხოს, რომელმაც პირდაპირი ტექსტით თქვა, ჩემი მონობა ვისაც არ მოგწონთ და რიტორიკას ვერ გადააწყობთ, გაა… მუშახელად სხვა ქვეყნებში, ეს ქვეყანა ჩემი ორღობე უნდა იყოსო.
ოლიგარქის ფული, სუსის ფაილებზე მოვაჭრე ეკლესია, ბოლომდე პუტინშემოყოფილი რუსეთი, ფაშისტი ორკები, დაშინებული მოხელეები, ერთი დღით 50 ლარად ნაყიდი სიღარიბე, სასარგებლო იდიოტები, ქოცების დნმ მოკავშირე კრიმინალები – ესაა ივანიშვილის ძალაც და სისუსტეც..
აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, გუშინ ოპოზიციამ მოიგო, მაგრამ მიტაცებულ ქვეყანაში მოგებას და წაგებას განსაზღვრავს არა ხალხი, არამედ მიმტაცებელი.” – წერს დევდარიანი “ფეისბუქში”.