LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენობის კანდიდატი: კეზერაშვილი ოლიგარქის კრიტერიუმებს რაღაც დოზით, შესაძლოა, აკმაყოფილებდეს, ამას ივანიშვილის საქმიანობაში ვერ ვხედავ

72
Untitled design (3)

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს კვლავ სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

„რელიგიური ჯგუფები სახელმწიფოსგან არ უნდა ფინანსდებოდნენ.. ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი ამ მომენტისთვის სწორია“ – ომბუდსმენობის კანდიდატმა ლელა გაფრინდაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა

ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თინათინ ერქვანიამ განმარტა, თუ რას გულისხმობს ოლიგარქიის ცნება და ვინ მოიაზრება ოლიგარქის სტატუსის ქვეშ:

„ევროპული კავშირის სამართალში ტერმინი ოლიგარქი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნულის ცნება, რომელსაც ძირითადად რუსეთთან, უკრაინასთან მიმართებით იყენებენ.

მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა არის ტერმინი ოლიგარქი. მახსოვს, იურისტებთან მსჯელობაში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს სახეზეა რუსეთში, საქართველოში ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება არსებობდნენ.

მაგალითად, ბატონი დავით კეზერაშვილი ამ კრიტერიუმებს რაღაც დოზით შესაძლოა, აკმაყოფილებდეს, რადგან მასზე არის კონკრეტული „ქეისები“.

თუ ოლიგარქი არის ის, რაც აღვწერე, კრიმინალური წარმომავლობის ფული და ასევე პოლიტიკაში ჩართული და პოლიტიკურ პროცესებზე გადართული, ამას ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში ვერ ვხედავ“, – თქვა თინათინ ერქვანიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას ჰკითხა – მიაჩნია თუ არა დავით კეზერაშვილი ოლიგარქად, რაზეც ერქვანიამ უპასუხა „დიახ“.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ომბუდსმენობის კანდიდატი: არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი, არ მეყოლება არანაირი მანქანა – არც ფავორიტები და დემონიზებული ჯგუფები

„მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს“ – რა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა ანა აბაშიძემ მისი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

“მათ საქმიანობაზე დაყრდნობით, მრავალი წლის განმავლობაში მაღალი ნდობა გაგვიჩნდა” – ანა ნაცვლიშვილი სახალხო დამცველის კანდიდატებზე

ჩხობაძე: შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ ომბუდსმენობის კანდიდატებს გარემოსდაცვითი გამოცდილება – ჩემთან სიაში ნუგზარ კოხრეიძე და ანა აბაშიძე ლიდერობენ

ანა აბაშიძე: სააკაშვილმა მერვე კლასელ პატარა ბიჭს „ხულიგანი“ ეძახა – დიახ, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ

მათიკაშვილი აბაშიძეს: თქვენ და ხვიჩა კვარაცხელიას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ, მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ?

ომბუდსმენობის კანდიდატი – სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი გადადგომის მოთხოვნით თითქმის ყველა აქციაზე ვიყავი, როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g