LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

216

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან, – ამის შესახებ კულტურისა და ძელგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამუშაო დღე დასრულდა. ოპერისა და ბალეტის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება და შესაბამისი განცხადებით მოგვმართა. თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ დავით კინწურაშვილს აქამდე განცხადება არ მოუტანია. ამიტომ მე უკვე გავეცი შესაბამისი განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. ბრძანება, რომელიც ამ წუთებში მზადდება ხელმოწერისთანავე შევა ძალაში. ასევე გავეცი განკარგულება, რომ ჩვენმა აუდიტმა შეისწავლოს თეატრის მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირია საჭირო. ამიტომ დროებით ალექსანდრე მოწონელიძე შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხოლო შემდგომში ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამინისტრო იმსჯელებს და თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.