LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციას ისეთი პირობები შევთავაზეთ, რომელზეც ისინი აუცილებლად უნდა წამოვიდნენ, ამის რესურსი ჩვენ გვაქვს: გურამ მაჭარაშვილი

84
macharashvili (1)

„ჩვენს მიერ შეთავაზებულ პირობებში დევს არამხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობის ის ნაწილიც კი, რომელიც როგორც ოპოზიციას უნდა გააჩნდეს ქვეყნის მომავლის წინაშე“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა პარლამენტში გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე ოპოზიცია წამოვა.

„ოპოზიციას ისეთი პირობები შევთავაზეთ, რომელზეც ისინი აუცილებლად უნდა წამოვიდნენ, ამის რესურსი ჩვენ გვაქვს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის მაღალი თანმდებობის პირები ცალსახად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და ასევე აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას.

დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები ნათლად მოწმობს იმას, რომ ჩვენი პარტნიორების ევროკავშირის უმაღლესი რანგის პირების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის სწორი პარლამენტის გვერდის ავლა, გარდა ამისა ის, რომ პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს და ამავდროულად კრისტიან დანიელსონის ვიზიტი და მისი მედიაციით მოლაპარაკებების გაგრძელება ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი აუცილებლად უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g