LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერების შიმშილობა სააკაშვილის ბიძის დირექტივაა: ბექა ოდიშარია

182
ბექა ოდიშარია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ანა წითლიძის, დავით კირკიტაძისა და აბდულ ისმალოვას მიერ შიმშილობის დაწყებას, რომელთა მოთხოვნაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ოდიშარია ეხმიანება და აცხადებს, რომ „ოპოზიციონერების შიმშილობა სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას დირექტივაა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო

მისი განცხადებით, „შიმშილობის დაწყება შესაძლოა, სადეპუტატო მანდატების დატოვების კომპენსირებაა“.

შევეცდები, სხვა ჩემი კოლეგებიც დავარწმუნო, რომ პარლამენტი საბოლოოდ დარჩეს ერთპარტიული: ლევან ხაბეიშვილი

„რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების შესაძლო შიმშილობას, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ ამ აქციის წამოწყებას. წინა შემთხვევაში გვახსოვს, ეს აქცია ხანმოკლე იყო, პრაქტიკულად, იგივე მოთხოვნით იყო განპირობებული. მე არ ვიცი, ახლა რას უკავშირდება ეს, მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა, ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც დაკავშირებული იყო, ალბათ, რომ დაეტოვებინათ მანდატები. ალბათ, მათში უფრო საღი გონება იმარჯვებს და არ ასრულებენ ბრმად მსჯავრდადებულ სააკაშვილის ბიძის დირექტივებს და ეძებენ გზებს, მე მათ გულწრფელად ვურჩევდი, დღეს მათ პარტიაში უმძიმესი მდგომარეობაა, კრილოვის იგავივითაა: „ერთი ალთას მექაჩება, მეორე ბალთას და მესამე კიდე ღმერთმა უწყის სად” ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერიზი აქვთ გადასატანი და კამპანია კიდე, 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიეტანოს სული და შეინახონ ძალები. მით უმეტეს, მოშიმშილეებს შორის სულ სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები არიან და სჯობს ალბათ, რომ თავიანთი ძალა, ღონე და აქცენტები გადაიტანონ მათ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები