რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა ოპოზიციის ბოიკოტის შესახებ. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან:
“ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ და უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან“-აცხადებს მაია ცქიტიშვილი
მისივე განცხადებით, მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება. დასრულდა 20 და დაიწყო 41 ახალი სკოლის მშენებლობა . ასევე სხვადასხვა რეგიონში განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
” გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს.