ქართული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia წვერმაღალას პარკის ულამაზესი ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტომასალის ავტორი მარიამ ბესიაშვილია, რომელიც პარკში ახლახანს იმყოფებოდა. მან წვერმაღალას შემოდგომის ფერები ულამაზეს კადრებად აქცია…



შეგახსენებთ, წვერმაღალას პარკი 2019 წლის 1 მაისს გაიხსნა. პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი. ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგხვდებათ გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიპტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები და ტირიფები დარგეს, წყალში კი დუმფარის ყვავილებია. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატურიც.
წვერმაღალის პარკი შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს. ის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოეწყო. პარკი ვიზიტორებისთვის ღიაა დილის 10 -დან საღამოს 7 საათამდე.







