LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორ წევრს კიდევ ვეძებ, დამელოდეთ, სანამ მექნება დრო, თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი.. ყველაფერს დეტალურად გეტყვით, მოვა დრო“ – მარიტა გუტაშვილი

1064
lui4r938pwnk0y6

„ორ წევრს კიდევ ვეძებ, დამელოდეთ, სანამ მექნება დრო, თქვენამდე მოვიტანო სათქმელი.. აუცილებლად ყველაფერს, ყველა დეტალს მე თვითონ მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც, განვითარებულ მოვლენებსაც, მიმდინარე მოვლენებსაც“, – ამის შესახებ შოვის სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრმა, მარიტა გუტაშვილმა, რომელიც  მედიასთან საუბარში აღნიშნა.

„მოგმართავთ, ძალიან დიდი მადლობა მხარში დგომისთვის, იმისთვის, რომ მამხნევებთ, დღემდე თქვენი გამხნევებითაც ვდგავარ ფეხზე. მთავარი – დღემდე, მე-12 დღეა, არ მიპოვია, ჯერ კიდევ ვეძებ კოტე მაისურაძეს და ანასტასია დუდაშვილს, რომლებიც არიან დღემდე დაკარგულები, ძალიან გთხოვთ, მაცადეთ, მადროვეთ, ყველა მყავდეს ჩემთან, ძალიან გთხოვთ, მომეცით დრო, სანამ ვიპოვი კოტეს და სანამ ვიპოვი ანასტასიას. დანარჩენ კითხვის ნიშნებზე, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიტყვი, შანსი არ არის – შანსი არ არის, მე ვინმემ და რამემ გამაკავოს.

აუცილებლად ყველაფერს, ყველა დეტალს მე თვითონ მოგიყვებით, შოვის ისტორიასაც, განვითარებულ მოვლენებსაც, მიმდინარე მოვლენებსაც, უბრალოდ მე პირადად არ მაქვს დრო და ენერგია იმდენი, რომ ახლა დაკარგულ ორ წევრს კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ სათხრელი მაქვს მიწა, რომ ამოვიყვანო ისინი და ჩემთან მყავდნენ, ძალიან გთხოვთ, გამიგეთ და დამელოდეთ, სანამ მექნება დრო, თქვენამდე მოვიტანო ჩემი სათქმელი. წინასწარ ნუ გავაკეთებთ კომენტარებს, რატომ არ ვამბობ, რას ვმალავ, მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი დასაკარგი არ მაქვს, ყველაფერს დეტალურად გეტყვით, მოვა დრო“,- აღნიშნა მარიტა გუტაშვილმა.

მარიტა გუტაშვილს, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა. ის ოჯახის 2 ნათესავს ამ დრომდე ეძებს.

ვიდეო: „ვეძებ და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო“ – მარიტა გუტაშვილი სტიქიის დროს დაკარგული ოჯახის 9 წევრიდან ორს ამ დრომდე ეძებს

„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს

ფოტო, ვიდეო: „ოჯახის 9 წევრს ეძებს მესამე დღეა.. ძაღლი, რომელიც ასე ეხუტება და ვერ მოვაშორეთ, მარიტასია“ – ნატალია ბერულავა მარიტა გუტაშვილის ფოტოს გვიზიარებს

„ძალიან გვაკლიხარ მეგი.. ძალიან სანდო, საიმედო, მოსიყვარულე, დინჯი, ჭკვიანი, კისკისა, რაჭაზე უზომოდ შეყვარებული“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

„გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს…“ – შოვში დაღუპულ და-ძმას გლოვობენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g