“თბილისის მერია” სოციალურ ქსელში განახლებული ორბელიანის მოედნის სურათებს აქვეყნებს.
მოედნის რეაბილიტაცია წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები სრულად შეიცვალა.
ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ორბელიანის მოედანი 2019 წლის 4 ივნისს გაიხსნა.