ტელეჟურნალისტი, „ნანუკას ფონის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს მოქალაქეებს და მისი ფონდის ბენეფიციარებს მიმართავს.
ნანუკა ჟორჟოლიანი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ყველა გამამხნევებელი სიტყვა სამუდამოდ ემახსოვრება.
„მეგობრებო, კითხულობთ, სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები გადავურჩინეთ. აქ არიან, ჩემთან.
ორი დღეა ტელეფონი არ გაჩერებულა. მეკითხებიან, რა გააკეთონ, რა შეუძლიათ.
წერენ ვიდეოებს და აგზავნიან. დებენ პოსტებს. უბრალოდ, მერიდება ყველა პოსტის დადება, ისედაც ზედმეტი მგონია ეს ყურადღება.
ბავშვები ციხეში, მზიას პროცესი. ამ ყველაფრის ფონზე ისედაც მგონია, რომ ბევრი ნანუკას ფონდია.
ბავშვის გადარჩენა რომ ვერ მოვასწარით, მისი მშობლებისგანაც კი წარმოუდგენელი შეტყობინება მივიღეთ. უსაზღვრო მადლიერება, რომელმაც ყველა გვატირა სამსახურში.
შემდეგ ოთხშაბათს ნახავთ ყველას. საერთოდ ყველა ოჯახის წევრიც გადაგირჩენიათ თქვენ, უბრალოდ ფონდის დახმარებით. ვკითხულობ ყველას პოსტს, ყველა კომენტარს, ყველა შეტყობინებას.
იცოდეთ, ყველა სიტყვას ოქროს ფასი აქვს და სამუდამოდ მემახსოვრება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო, კითხულობთ სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები გადავურჩინეთ. აქ არიან, ჩემთან. ორი დღეა…
Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 18 მარტი, 2025
ცნობისათვის, 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
საგამოძიებო უწყების განცხადებაში წერია: „ე.წ. „ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას – საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება“.