ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ “ფორტუნას” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია.
“ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ორი კვირაა მართვით სუნთქვაზე არიან. სხვა პაციენტებს აქვთ თანმხლები დაავადებები, ჟანგბადდამოკიდებულები არიან”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
“ფორტუნასთან” საუბრისას ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ომიკრონი” განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში ვრცელდება, ამიტომ ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.
“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი
“ზოგადად, კლინიკური მიმდინარეობა ბავშვებში, ითქვა, რომ არის მსუბუქი, თუმცა, ავადობა ბავშვების კონტიგენტში უფროა. ასევე, როგორც ცნობილია, 20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც. ჩემი ვარაუდით, წამოვა ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე”,- თქვა მაია ჩხაიძემ.