გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ მისი ინფორმაციითაც, საქმეზე 17 პირია დაკავებული. მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს
“ჩვენთვისაც ცნობილი გახდა რომ დააკავეს 17 ადამიანი. სავარაუდოდ, როგორც ჩადენილი ქმედებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან”- ამბობს შაქარაშვილის ბიძა.
პოლიციამ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და მგზავრი, მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.
“ეს არიან ის დამიანები, ვინც კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის”- აცხადებს შაქარაშვილის ბიძა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმესთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, გუშინ დაკრძალეს.
ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ
ვიდეო: „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“: შაქარაშვილის თამაშის კადრები – „საბურთალოს“ დამშვიდობება