LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალი წარმოების ქარხნული ავტონაწილები ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას რეალურად ახანგრძლივებს – „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი

1903
მთავარი ფოტო-Toyota თბილისი-ორიგინალი ავტონაწილები

ავ­ტო­მო­ბი­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა, რაც მისი პრო­ექ­ტი­რე­ბი­სა და ქარხნული წარმოებისას გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რის გავ­ლე­ნით, შე­იძ­ლე­ბა საგრძნობლად შემცირდეს ან პირიქით, გაიზარდოს.

რას სთავაზობს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს იმ მიზნით, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა გახანგრძლივდეს, ხოლო მართვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გახდეს. ამ თე­მა­ზეტო­­­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ ხარისხის მართვის მენეჯერი გიორგი ეთერია საუბრობს:

ვფიქრობთ, ეს სა­კი­თხი, ნე­ბის­მი­ე­რი მძღო­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს. იმისთვის, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა გავახანგრძლივოთ, პირველ რიგში, აუცილებელია ექსპლუატაციის პროცესში ავტომობილს ყველა სავალდებულო გეგმური საპროფილაქტიკო თუ სადიაგნოსტიკო სამუშაოები ჩაუტარდეს: გარბენის კოლომეტრაჟის მიხედვით, რეგულარულად შეიცვალოს ზეთი ძრავაში, სამუხრუჭე სისტემაში, გადაცემათა ავტომატურ კოლოფში, მექანიკურ კოლოფში, ხიდებში, ასევე, აუცილებელია შეიცვალოს ძრავის, ჰაერის და სალონის ფილტრები, სანთლები. რეალურად, ყველა მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემის თავიდან აცილება და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია, როგორც ოფიციალური დილერისგან შეძენილი, ასევე მეორადი ავტომობილების შემთხვევაში, თუ ტოიოტას მძღოლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში რეგულარულად გაივლიან იმ გეგმურ ტექნიკურ სერვისებს, რომელიც გარბენის კილომეტრაჟის მიხედვითაა რეკომენდებული. ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისთვის ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ დაზიანებული ან ხანდაზმული ავტონაწილების შეცვლა აუცილებლად მოხდეს ქარხნული, ჩვენს შემთხვევაში კი, ტოიოტას ორიგინალი წარმოების ავტონაწილებით.

რატომ არის უმჯობესი, რომ მძღოლებმა მიმართონ ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრს?

პროფესიონალიზმისა და ორიგინალი ავტონაწილების შეძენის გამო, ცალსახად უმჯობესია, მომხმარებელმა ავტორიზებულ სერვისცენტრს მიმართოს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უკვე 24 წელია ბაზარზე ოპერირებს. ჩვენთან მომხმარებელს მომსახურებას უწევენ ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტით იკვლევენ ტექნიკურ დაზიანებას, საზღვრავენ დაზიანების ხარისხს და მომხმარებელს სთავაზობენ პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრის პროფესიონალურ გადაწყვეტას. ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების სრულყოფილად და კომპლექსურად მიღება, რა დროსაც გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილები. ჩვენ, პირველ რიგში, ვზრუნავთ სანდოობაზე, ხარისხსა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ არის უმჯობესი, მძღოლებმა მიმართონ დილერის ავტორიზებულ სერვისცენტრს და ისეთი პროფესიონალი ტექნიკოსების მომსახურებით ისარგებლონ, რომელთა ყოველწლიურ გადამზადებაზე ტოიოტას სათავო ოფისის სპეციალისტები ზრუნავენ.

ხშირად, მეორადი ავტომობილების მძღოლები თავს არიდებენ ავტორიზებულ სერვისცენტრებს, რადგან ფიქრობენ, რომ ტექნიკური პრობლემის გადაჭრა სხვაგან გაცილებით იაფი დაუჯდებათ. თუმცა პირიქით ხდება – არაავტორიზებულ სახელოსნოებში თუ კერძო პირებთან მისვლით პრობლემა, უმეტეს წილად, პირველივე მცდელობით ვერ გვარდება და განმეორებით იჩენს ხოლმე თავს. შედეგად, მომხმარებლის დანახარჯი, ვგულისხმობთ დროსა და თანხას, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე პირველივე ჯერზე ავტორიზებულ ცენტრში მიმართვისას იქნებოდა. ასე რომ, უმჯობესია, მძღოლებმა თავიდანვე ოფიციალურ დილერს, ჩვენს შემთხვევაში, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართონ.  პრობლემის აღმოფხვრას უმოკლეს დროში შევძლებთ, მძღოლები კი დროსაც დაზოგავენ და თანხასაც.

რამდენად მნიშვნელოვანიდაზიანებული ავტონაწილების ტოიოტას წარმოების ორიგინალი ვერსიებით შეცვლაორიგინალი ავტონაწილები ხომ საკმაოდ ძვირი ღირს? რჩება თუ არა მოგებული მძღოლი ასეთ შემთხვევაში?

ორიგინალი ნაწილი, არა მხოლოდ „ტოიოტასი“, არამედ სხვა საავტომობილო ბრენდებისაც ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე არაორიგინალი ნაწილი. საქართველოში არსებობს უამრავი ადგილი, სადაც შესაძლებელია ჩინური, ტაივანის, თურქული და სხვა წარმოების არაორიგინალი ავტონაწილების იაფად შეძენა. გეთანხმებით იმაში, რომ ორიგინალი ავტონაწილის შეძენისას ერთჯერადი ხარჯი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, მაგრამ არაორიგინალი ავტონაწილი გაცილებით სწრაფ ცვეთას განიცდის და მისი შეცვლა გარკვეული დროის ჭრილში რამდენჯერმე ხდება საჭირო, რაც თავისთავად, მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უხარისხო დეტალი, ხშირად იწვევს სხვა ავტონაწილების დაზიანებას.

როდესაც ავტომობილში არაორიგინალი დეტალები დგება, ამ შემთხვევაში მისი მთლიანობა სტრუქტურულად ირღვევა.  მაგალითისთვის, როცა მძღოლი ავტომობილში აყენებს არაორიგინალ ფილტრს, რომელსაც არ აქვს სათანადო გამტარუნარიანობა, ეს იწვევს ძრავის მიერ ზეთის ჭარბად მოხმარებას, შესაბამისად, მიდის არასწორი შიდაწვის პროცესი. ორიგინალი წარმოების ფილტრით, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მსგავსი პრობლემის წარმოქმნა გამორიცხულია. ნებისმიერ ავტონაწილს, რომელიც არაორიგინალია და არ არის სერტიფიცირებული ტოიოტას მიერ, დროთა განმავლობაში შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ავტომობილი, რაც შესაბამისად, უარყოფითად იმოქმედებს მის საექსპლუატაციო ვადაზე.

მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტიც, რომ გარკვეული ტიპის არაორიგინალი ავტონაწილები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მომტანია. ვთქვათ, სალონის არაორიგინალი ფილტრი, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ავტომობილში შემოიტანს დაბინძურებულ ჰაერს, რაც შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდეს. ავიღოთ თუნდაც ორიგინალი წარმოების სამუხრუჭე ხუნდი, რომელიც დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობისას არ ახდენს მავნე ზეგავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისთვის სპეციფიკური ცვეთაა დამახასიათებელი. გაცილებით იაფია არაორიგინალი ხუნდი, მაგრამ ის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. არაორიგინალი ხუნდი ხახუნის პროცესში იშლება უწვრილეს ნაწილაკებად და ჰაერში გაიფრქვევა, ადამიანები კი ჩავისუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს და ეს საწამლავი გველექება ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადებები. გარდა ამისა, არაორიგინალი ხუნდი, არასწორი ცვეთის გამო, იწვევს საყრდენი დისკის მწყობრიდან გამოსვლას. საყრდენი დისკის დაზიანებას კი მოსდევს მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ხუნდის ბუდის, იგივე სუპორტის დაზიანებაც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არაორიგინალი ავტონაწილი, ორიგინალთან შედარებით გაცილებით დაბალეფექტიანია. მაგალითისთვის: თუ არაორიგინალი ხუნდით ავტომობილი გაივლის 20 000 კმ-ს, ორიგინალი ხუნდით ის 60 000 კმ გარბენს გააკეთებს; ავიღოთ ორიგინალი წარმოების სანთელი, რომელიც მუშაობს 80 000-დან 100 000 კმ-მდე გარბენზე, არაორიგინალი სანთელი კი მხოლოდ 10 000-დან 20 000 კმ-მდე გარბენზე იმუშავებს და ა.შ. ცხადია, როდესაც მომხმარებელი ტოიოტას ავტომობილის ორიგინალ ავტონაწილებს სისტემატურად ანაცვლებს ჩინური, ტაივანური ან თურქული ნაწილებით, ავტომობილი ვეღარ აკმაყოფილებს ტოიოტას ბრენდის სტანდარტებსა და ხარისხს. შესაბამისად, მის ავტომობილს ვეღარ მივაკუთვნებთ ტოიოტას ბრენდს.

უნდა იყოს მომხმარებელი დარწმუნებული, რომ ტოიოტა ცენტრ თბილისშინამდვილად ორიგინალ ავტონაწილებს შეიძენს

ამის დასტური, პირველ რიგში, ქარხნული გარანტიაა, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ორიგინალი ავტონაწილის დაინსტალირებისას იღებს. არაორიგინალ ნაწილებზე კი გარანტიას არავინ იძლევა. ჩვენი ცენტრი, როგორც ოფიციალური დილერი, იაპონიიდან მარაგდება ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებით, რომელთა ხარისხი და ექსპლუატაციის ვადა მაღალია. ტოიოტას ოფიციალურ დილერს არ აქვს უფლება გაყიდოს არაორიგინალი ავტონაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ლიცენზია შეუჩერდება. ამ პროცესებს მონიტორინგს უწევს „ტოიოტა კავკასია“, რომელიც „ტოიოტა ევროპას“ ექვემდებარება. შესაბამისად, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საქმიანობაში რაიმე სახის გადაცდენა ან შეუსაბამობა არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი.

ჩვენი ცენტრი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, ითვალისწინებს მის ინტერესებს და ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-სერვისზე მუდმივად სთავაზობს სპეციალურ შეღავათებსა და აქციებს. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ აქციებით სარგებლობა და ხელსაყრელ ფასად მომსახურების მიღება ტოიოტას ნებისმიერ მძღოლს შეუძლია. მიმდინარე წლის დეკემბრიდან კი ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის კიდევ ერთი, საინტერესო შეთავაზება ავამოქმედეთ, რაც ორიგინალი წარმოების გარკვეულ ავტონაწილებსა და მათი შეცვლის სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g