ორნელა მუტის უფროსმა ქალიშვილმა, ნაიკე რიველიმ ,,ინსტაგრამის” მიმდევრებს 63 წლის დედის შიშველი ფოტო გაუზიარა. საინტერესოა, რომ ფოტოთი 45 წლის ვარსკვლავი სოციალური ქსელის ახალ გამოწვევას გამოეხმაურა. #10YearChallenge, რომელიც მსოფლიომ მალე აიტაცა, ფოტოკოლაჟის გამოქვეყნებას გულისხმობს, რომელშიც ასახულია პიროვნების გარეგნობის ცვლილება ბოლო ათი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, რიველიმ, რომელიც ცნობილია პროვოკაციული პოსტებით სოციალურ ქსელში, გამომწერებს თავისი სიშიშვლეც უჩვენა. კადრებისთვის, ნაიკემ საკმაოდ უცნაური პოზები მოირგო.
ამასთან, ლეგენდარული იტალიელი მსახიობის ქალიშვილმა აბაზანაში გადაღებული პიკანტური ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც შიშველ სხეულს ხელებით იფარავს.