LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსართულიანი მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს

111

დღეს, 9:10 საათზე შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის ორსართულიანი ელექტრომატარებელი პირველ მგზავრებთან ერთად თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავიდა.

როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.

ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება: თბილისი (9:10) – ბათუმი (14:09), თბილისი (18:20) – ბათუმი (23:19).

ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით:

ბათუმი (7:35) – თბილისი (12:30), ბათუმი (17:05) – თბილისი (22:00).

ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური დარჩა იგივე: მეორე კლასი – 23 ლარი, პირველი კლასი – 40 ლარი, ბიზნეს კლასი – 55 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები