LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ბაზერაშვილი: „ეს ყველაფერი დედამ შთამაგონა… ჩემი თავის იმედი სულ მაქვს…“

5809
ოთო ბაზერაშვილი

ოთო ბაზერაშვილი ახლახან პრაღაში გამართული მუსიკისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.

პატარა მომღერალი ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, რა სირთულეები უკავშირდება მის მუსიკალურ კარიერას:

„პირველი სირთულე იყო ის, რომ ვოკალის მასწავლებელი არ მყავდა. თბილისში რომ ჩავედი, ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ თანდათან გავიხსენი და ნერვიულობის დაძლევა ვისწავლე. ეს დღეს უკვე ძალიან მადგება… საერთოდ, კონკურსში მისვლამდე ვოკალის პედაგოგი არ მყავდა. პროფესიულ დონეზე რომ მოვემზადებინე. სიმღერებს „იუთუბის“ დახმარებით ვსწავლობდი. იცით, ჩემი თავის იმედი სულ მაქვს…

ასეთი განწყობა ვინ შთაგაგონა?

ეს ყველაფერი დედამ შთამაგონა. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების აზრი. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ სიტყვებს. თითოეულ ჩვენგანს რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომ გვინდა, ყველანი ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. ჩემი ოჯახის წევრების შეფასება და რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია…“

პრაღაში, საერთაშორისო ფესტივალის „სულიკო“-ს გრანპრის მფლობელი ოთო ბაზერაშვილი გახდა

ვიდეო: „ჩვენი საამაყო ბიჭი…ნამდვილი ოქრო ხარ, წარმატებები ყველგან” – ოთო ბაზერაშვილის საოცრად შესრულებული სიმღერა „ხმალი ავლესოთ”

ვიდეო: „ცრემლების გარეშე ვერ მოუსმენ“ – ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის, მიშო ჯავახიშვილის და ვაჩე ღვინიაშვილის მიერ ემოციურად ნამღერი „ჰერიო, ბიჭებო“

ვიდეო: „ღვთიური ხმებია.. ეს რა ბიჭი ეზრდება საქართველოს“ – ოთო ნემსაძემ და ოთო ბაზერაშვილმა აგვისტოს გმირებს „ხმალი ავლესოთ“ მიუძღვნეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g