LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა დააბრალოს – იმედია, ვინმეს საღი აზრის ლოგიკა შერჩა“

138
პაატა მანჯგალაძე

„მე მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს დააბრალოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. იმედია, საღი აზრის ლოგიკა შერჩა ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ და არ იტყვიან, რომ „ფეისბუქი“ და ცუკერბერგი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მანჯგალაძე „ფეისბუქის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვაზე „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც მანვე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიციას დააბრალოს.

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

მანჯგალაძის მოსაზრებით, ამ კანონის ევროპული და ფრანგული ანალოგი პირდაპირ ამბობს, რომ არ ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და „ქართული ოცნება“ ვერ ასხვავებს ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე.

„მაშინ მე მინდა აქედან დავუსვა კითხვა მამუკა მდინარაძეს, თუნდაც ირაკლი კობახიძეს – ვინ არის მტერი – ჩვენი დასავლეთი პარტნიორები, ევროკავშირი თუ რუსეთი? ეს არის მარტივი საკითხი. ეს კანონპროექტი არ მოსწონს არც ერთ ჩვენს პარტნიორს, არ მოსწონს სტოლტენბერგს და მოსწონს პესკოვს.

კანონი რუსულია თუ ევროპული? ჩვენ ნუ გვიმტკიცებენ ამას, ჩვენ პარტნიორებს აუხსნან ეს კანონი თუ აქვთ ამის რესურსი. ჩვენთან ახსნას აზრი არ აქვს. მე ზუსტად ვიცი, კანონი, რომელიც მოსწონს პესკოვს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, კანონებს, რომელიც არ მოსწონს ჩვენს პარტნიორებს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

„ქართული ოცნება“ პირდაპირ ვერ ბედავს უარს ევროპაზე და რომ დაიხუროს საბოლოოს ევროპის კარი, იმისთვის არის შემოგდებული ეს კანონი“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები