LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა თედიაშვილი: „5 დღე სახლში ვიყავი ჩაკეტილი, როცა „ამაღამ უნდა შემოვიდე შენში“ კონცერტზე ვიმღერე… კრიტიკის მეშინოდა…“

686
პაატა-თედიაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ექიმი, მეწარმე, მომღერალი, ქორეოგრაფი, შოუმენი, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, – პაატა თედიაშვილი.

გაიხსენე შენი ბავშვობა

ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა, პუბერტატული პერიოდი და სტუდენტობაც კი. დავიბადე ხაშურში, იქ დავასრულე სკოლა და შემდეგ წამოვედი თბილისში. ხაშურში ძალიან საინტერესო პერიოდი გამოვიარე. ცეკვაზე 4 წლის ასაკში შემიყვანეს, სასაცილო ბავშვი ვიყავი, ხუჭუჭა. დედა ლაბორანტი იყო, მამა პატიმარი, დამატებითი შემოსავალი გვჭირდებოდა. დედა ფორტეპიანოს ასწავლიდა, მან მასწავლა სიმღერა. უშუქობის დროს ვმღეროდით ხოლმე. მეცხრე კლასში გიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. პირველი ჩემი ხელფასი იყო 20 ლარი. თბილისში რომ მოვდიოდი, დედა უკან მომდევდა, შეძლებ იქ ყოფნასო… ზოგადად, ბევრს უთქვამს, ნეტავ, შენნაირი პროვინციალი ბევრი იყოსო, არ მქონია განცდა, რომ აი, ხაშურიდან ვარ ჩამოსული. მამა ვახსენე და იმ პერიოდში ინფორმაციული ვაკუუმი იყო. წელიწადში ორჯერ, ორი საათით შეიძლებოდა პატიმრის ნახვა. ერთი კვირა ვცხოვრობდით რუსთავის კოლონიაში. ძალიან რთული იყო. სულ სამჯერ იჯდა ციხეში, 13 წელს მოიცავდა ეს პერიოდი. შემდეგ მოხდა კონფლიქტი, მამა წავიდა სოფელში, ჩვენ დავრჩით ხაშურში, მასთან აღარ გვქონდა ურთიერთობა.

გაგიჭირდა თბილისში საკუთარი თავის დამკვიდრება?

თავიდანვე აქტიური ვიყავი, ბევრ რამეს ვაკეთებდი ერთდროულად. სიმღერა რომ ჩავწერე, ვფიქრობდი, როგორ გამეპოპულარულებინა. ორი წლის განმავლობაში თაროზე მედო. 2005 წელს გადავიღე კლიპი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი აღმასვლა, მაგრამ არ მიწვევდნენ მაინც გადაცემებში, არ ხართ რეიტინგულიო, მეუბნებოდნენ. ცხადია, გულისტკენა მქონდა, მიკვირდა, რატომ იყო ასე. „ნანუკას შოუმ“ უარი მითხრა, „პროფილმა“ უარი მითხრა, ჯაჯანიძემაც უარი განიმცხადა, მაგრამ მაინც არ დავნებდი. როცა გამოვიდა სიმღერა – „ამაღამ უნდა შემოვიდე შენში“, ეს იყო გარღვევა. ამ სიმღერამ ბევრი რამ თქვა. მოვიარე ყველა შოუ, ყველა ეთერი, რომელიც მანამდე სანატრელი მქონდა.

სხვათა შორის, ამ სიმღერას სულ სხვა ტექსტი ჰქონდა. ჯარისკაცებისთვის მინდოდა მიმეძღვნა, „თუ წამომყვები ძმობის საზღვართან, იარაღი უნდა ავიღო ხელში, ამდენი მოთმინება დამთავრდა, უნდა ავმაღლდე კაციდან ღმერთში“. არანჟირების ავტორს რომ გადავუგზავნე, მითხრა, სულ სხვა მელოდიაა და ტექსტი არ უხდებაო, ცოტა მსუბუქი უნდა იყოსო. კონცერტზე რომ შევასრულე, 5 დღე სახლში ჩავიკეტე, მეშინოდა კრიტიკის. დილით ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა, შედი შენს სოციალურ გვერდზეო. რომ შევედი, 2500 წერილი იყო შემოსული, ყელა მამატებდა. ვერ ვიცანი ჩემი გვერდი, ეს უკვე სხვა პოპულარობა იყო. ცხადია, საშინელებებსაც მწერდნენ, სოროსი გაფინანსებს, ქვეყანას უღალატე, გარყვნილი ხარო.

გაგახსენებ სკანდალურ მომენტს, როცა შენი შიშველი ფოტოები გავრცელდა…

ჩემი აზრით, ხელოვანი ადამიანებისთვის ჩარჩოები არ უნდა არსებობდეს. მუდმივად უნდა აფართოებდე ჩარჩოებს. სკანდალები პოპულარობას უწყობს ხელს, ხალხს არ ავიწყდები. სიშიშვლეშიც ვერ ვხედავ ვერაფერ ისეთს. თან, მაშინ ფორმაში ვიყავი და თავს უფლება მივეცი, გადამეღო ასეთი ფოტოები, თუმცა ახლა ვერ გავაკეთებდი იმავეს, არ ვარ ისეთ ფორმაში.

„პრაიმ ჰაუსზეც“ უნდა ვისაუბროთ…

როცა დავტოვე პროექტი, ყველა ამბობდა, სულ სხვანაირი პაატა დავინახეთო. მე სკანდალს დაკვეთით არ ვაწყობ. დღემდე საუბრობდნენ ჩემს ფრაზაზე, რომ 500-600 სექსუალური პარტნიორი მყავდა. რატომ უკვირს ხალხს ეს, არ მესმის. ისე, კალკულაცია რომ გამეკეთებინა, 500-600-ზე მეტი სექსუალური პარტნიორიც გამოვიდოდა. ამ შოუმ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ გადავწყვიტე, ახალ სეზონშიც მიმეღო მონაწილეობა. ჩემი სტრატეგია არის ის, რომ ძლიერები უნდა დასხდნენ სკამზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები