LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაემანზე არმისვლის გამო აშშ-ში ქალმა მამაკაცს უჩივლა

82
Untitled design (1)

აშშ-ში, მიჩიგანში მცხოვრები ქალი მამაკაცს სასამართლოში უჩივის, რადგან ის პაემანზე არ მივიდა.

დაზარალებულის განცხადებით, შემთხვევა 2020 წელს მოხდა. მამაკაცი პაემანზე არ გამოცხადდა, რამაც ქალს მნიშვნელოვანი ემოციური ზიანი მიაყენა, რადგან დედის დაბადების დღე იყო და ეს თარიღი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მიყენებული სტრესის სანაცვლოდ, ქალი 10 000 დოლარს ითხოვს.

Fox News-ის ინფორმაციით, ხმაურიანი საქმის განხილვა რამდენიმე დღის წინ, კამათით გაგრძელდა.

სხდომა Zoom-ის საშუალებით ვირტუალურად გაიმართა. მოსამართლემ მომჩივანს განუცხადა, რომ მან სარჩელი არასწორად შეიტანა და საქმე რაიონულ სასამართლოში უნდა განიხილონ.

ამის შემდეგ მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა აღნიშნულ ფაქტზე:

“მართალი გითხრათ, ბატონო მოსამართლე, მეგონა, რომ საქმის განხილვა უბრალოდ გადაიდო. ჩვენ გვქონდა პაემანი – ერთი პაემანი – და… ახლა მე სასამართლოში მიჩივიან, 10 000 დოლარის სანაცვლოდ… არ მგონია, რომ ეს საქმე შორს წავიდეს და ვფიქრობ, რომ ეს თქვენი დროის ფუჭად კარგვაა”, – თქვა ბრალდებულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g