ლეგენდარული პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი YOU Magazine-ის ახალ გარეკანზე ერთად გამოჩნდნენ, რაც მათი მჭიდრო ურთიერთობისა და ერთობლივი კინოპროექტის ფონზე სკანდალურ სპეკულაციებს აჩენს.
ფოტოსესიაში ვარსკვლავები ელეგანტურად და რომანტიკულად გამოიყურებიან, რაც ბევრისთვის განსჯის საფუძველი გახდა, ეს უბრალოდ პროფესიული პარტნიორობაა თუ ეკრანის მიღმაც აინთო ნაპერწკალი.
ფოტოსესიის მიზეზი კი ახალი ფილმია The Naked Gun, სადაც ნისონი ლეგენდარული ფრენკ დრებინის ვაჟის როლს ასრულებს, ანდერსონი კი მის მაცდურ პარტნიორს თამაშობს. თუმცა, კამერის მიღმაც მსახიობებს უხვად ჰქონდათ თბილი მომენტები, პამელამ ლიამს ლოყაზე აკოცა, ხოლო ნისონმა აღიარა, რომ პამელათი მოხიბლულია. ფილმის გადაღებების დროს ანდერსონი მსახიობს თავისივე გამომცხვარ პურსა და ტკბილეულსაც უმზადებდა, რაც როგორც თავად ნისონმა თქვა, ,,განსაკუთრებული სითბოს” გამოხატულება იყო.
ახალ ფოტოებზე ლიამ ნოსინი გულის ფორმის ბუშტებით პოზირებს და წყვილი ყველგან, შეუდარებელია.
ახალი წყვილი – 58 წლის პამელა ანდერსონისა და 73 წლის ლიამ ნისონის ფლირტი წითელ ხალიჩაზე
72 წლის ლიამ ნისონი გამოტყდა, რომ პამელა ანდერსონზეა შეყვარებული







