LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიასთან საბრძოლველად, აშშ-მ საქართველოს $300000-ზე მეტი ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

120
259177357-10159575939972954-1722804426226088241-n

პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს $300 000-ზე მეტი ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, აღჭურვილობის გადაცემა ამერიკის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.

  • 2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
  • 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
  • 100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
  • 130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
  • 220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)