LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსმა 111 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

49
FORTUNA.GE-

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავისუსით ინფიცირების კიდევ 104 შემთხვევა გამოვლინდა.

სტატისტიკურ მონაცემებს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი აქვეყნებს.

გავრცელებული მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ დადასტურებულია კოვიდ-19-ის 8 563 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6 746 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 111-ია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ადამიანი.

პანდემიის გამო აფხაზეთში კოვიდრეგულაციები მოქმედებს. დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სპორტული და გასართობი დაწესებულებები. ასევე შეწყვეტილია სწავლა.