LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ავიაბაზარს ახალი მიმართულებები ემატება – მარიამ ქვრივიშვილი

152
20210703155855

„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ავიაბაზარს ახალი მიმართულებები ემატება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარებას,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს გაზრდის შესახებ. კერძოდ, 22 ოქტომბრიდან, უკრაინული ავიაგადამზიდველი ფრენების შესრულებას ოდესა – თბილისი – ოდესას საჰაერო ხაზზე დაიწყებს.

ქვრივიშვილის თქმით, 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ.

„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული სამიზნე ბაზარია, საიდანაც ყოველწლიურად ვიზიტორთა მზარდი დინამიკა გვაქვს. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა ტოპ-სამულშია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. Bees Airline-ის გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ სექტორზე, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებზე, ასევე ახალ მიმართულებებზეც“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დაბალბიუჯეტიანი Bees Airline საქართველოდან ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები