LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიური ამბორი – სელმა ჰაიეკმა ახალი ფოტოები გაავრცელა

289
safe-image

კორონავირუსის გამო, 53 წლის მსახიობი, სელმა ჰაიეკი ზაფხულის დღეებს სახლში ატარებს, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტოების სერია გაავრცელა, ერთ-ერთ ფოტოზე ის 58 წლის მეუღლეს, ფრანსუა-ანრი პინოს  კოცნის, ორივეს ვირუსისგან დამცავი პირბადე უკეთია.

„სიყვარული პანდემიის დროს“. – ასე დაასათაურა სელმამ ფოტო.

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა ფოტოები გაავრცელა, ის ძველ სახლში იმყოფება,  რომელიც მან თავად შეიძინა.

„ეს ფოტოები ჩემს ძველ სახლში გადავიღე, რომელიც მე დამოუკიდებლად შევიძინე, მე თქვენთან ვალში ვარ  ჩემო გულშემატკივრებო, დიდი მადლობა“. – დაწერა სელმამ.

შეგახსენებთ, 2 თვის წინ, მსახიობმა 15 მილიონ გამომწერს ფოტო გაუზიარა, რომელშიც უმაკიაჟოდ არის წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ვარსკვლავს ჭაღარა თმა აქვს. „ძირების შეღებვა როგორც იქნა მოვახერხე“, – დაწერა მსახიობმა.

ჭაღარა და უმაკიაჟო - სელმა ჰაიეკმა ფოტო გაავრცელა

„მიყვარს, როცა უმაკიაჟოდ ვარ, როდესაც დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები