ჯულია რობერთსი აგრძელებს მუშაობას პიტერ ჰედჯესის ახალ ფილმზე Ben Is Back, რომელიც ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა. მსახიობი ამჯერად გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს, სადაც ის მორიგ ემოციურ სცენას იღებდა. მწვანე ქურთუკში გამოწყობილი მსახიობი გადასაღებ მოედანზე ტიროდა და ის რამდენიმე ლოკაციაზე გადაიღეს. ოსკაროსანი მსახიობი ფილმში პიტერ ჰედჯესის გმირის, პრობლემური მოზარდის, ბენის დედის როლში გვევლინება, რომელსაც შვილთან ურთიერთობის კრიზისი აქვს.
ამ როლისთვის ჯულია რობერთსმა ძველი იმიჯი დაიბრუნა და კვლავინდებურად წითური გახდა. არაა გამორიცხული, რომ ახალმა დრამამ მსახიობს ოსკარის მორიგი ნომინაცია მოუტანოს.





