LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვისთვის გაოლიგარქებულ ადამიანს – მედიამენეჯერი, სააკაშვილს – დემოკრატიის შუქურა

53
შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის შესწორებებით მიღებულ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.

47 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა

შალვა პაპუაშვილის თქმით, „სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ“:

„მომხსენებლის მიერ იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც იყო დაბალანსებული და იმ ადამიანის მიერ შედგენილი, ვინც ამ საკითხებით იყო დაკავებული და ყველამ ნახა, როგორ მოხდა ამ რეზოლუციაზე თავდასხმა, შესწორებების ინიცირება და ა.შ. როგორც აღინიშნა, შემდეგ საჭირო გახდა კომპრომისები, რათა, საბოლოო ჯამში, გარკვეული ტექსტი შემდგარიყო.

სამწუხაროდ, ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, რაც ჩვენ ვიხილეთ პროექტის იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე იქნა დამტკიცებული. ამ ტექსტს და იმ ნაწილებს თუ ჩავხედავთ, რაც საბოლოო ჯამში შესწორების სახით აღმოჩნდა ტექსტში, ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, როცა გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვისთვის გაოლიგარქებულ ადამიანს – მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწოდოთ დემოკრატიის შუქურა, ანუ, „ნიუსპიკი“ არის ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ.

ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი სიყალბის აღიარებას. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება და ეს არის რუსეთი.

სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი, თეთრი ვერ გახდება შავი, შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ, სიმართლე ყოველთვის სიმართლედ დარჩება, ტყუილი კი ყოველთვის ტყუილი იქნება“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

კალაძე: რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g