LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა ისტორიული მომენტი იქნება“

184
ing (1)

„ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდება, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გაუცხადა.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება“ – მამუკა მდინარაძე

შალვა პაპუაშვილის თქმით, კანდიდატურა ხვალ, პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული:

„ქართული დემოკრატიისთვის ისტორიული მომენტი იქნება, ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე გადავიდა, პრემიერ-მინისტრი რეალურად საპარლამენტო წიაღიდან წამოვა. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ახალ დინამიკას შესძენს. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს.

სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ 29 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით.. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

მიხეილ სააკაშვილი: „კობახიძის დანიშვნა ოლიგარქის მხრიდან ქართველი ხალხის დაცინვის მორიგი აქტია..ამ ბანდის ერთადერთი მიზანი ბიძინას შემდგომი გამდიდრებაა“

„როტაცია, რომელიც გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“ – ეკა სეფაშვილი საკადრო ცვლილებებზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g