„კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დამკვიდრდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის თანახმადაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან ფარული მიყურადების ფაქტებს ვერ გავიხსენებთ.
"ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო" - კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს შეხვდა
კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს შეხვდა
„კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია შეცვალოს. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოჩენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით.
ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დამკვიდრდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.