LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: სუბარს უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული ვიდრე NGO-ების ნახევარზე მეტს

68
სუბარი და პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები და მათი თანამოაზრეები ანტიდასავლურ პროპაგანდას არ ეწევიან.

დასმულ კითხვაზე, აზიანებს თუ არა მათი განცხადებები და „თავდასხმების ელჩზე“ საქართველოს ინტეგრაციის პროცესს, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ განცხადებები პროცესს ვერ დააზიანებს.

წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე, ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო: კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

მისივე თქმით, განცხადებები პროცესს ვერ დააზიანებს, ხოლო ერთადერთი, რაც პროცესს დააზიანებს, ეს არის ის, რომ 12 პრიორიტეტის გარშემო არაფერი გავაკეთოთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს ოპოზიცია ამ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით არაფრის კეთებით არ არის დაკავებული.

„ჩვენმა სამმა კოლეგამ დატოვა პარტია და რატომაც დატოვეს, იმას აკეთებენ, მათ უნდათ, რომ უფრო მეტი განცხადებები აკეთონ, მე ვთქვი კიდეც, რომ არ ვთვლი საჭიროდ მათი განცხადებების კომენტირებას.

რაც შეეხება ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ახსენეთ, აქ შემიძლია ცალსახა ვიყო – არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის ამ ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან არ არის.

სასაცილოა ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა – ზოგიერთ ოპოზიციონერს თუ სამოქალაქო აქტივისტს. სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყაველაშვილი დეგნანს პასუხობს: “შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა.. გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც მასში ჩემ მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები