LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის საგანძურია – კახა კუჭავა დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას ეწვია

611
Untitled design (3)

“საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის საგანძურია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვართ. მე წარმოვადგენ თაობას, რომელსაც მთელი სტუდენტობა ამ ბიბლიოთეკაში აქვს გატარებული.” – პარლამენტის თავმჯდომარე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრო.

კახა კუჭავამ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ის განვითარება და შენაძენი, რომელიც ბიბლიოთეკას ყოველწლიურად ემატება წიგნებისა და მკითხველის სახით:

“დღეს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვიმყოფებით. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და დემოკრატიული სისტემა იყო.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის საგანძურია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვართ. მე წარმოვადგენ თაობას, რომელსაც მთელი სტუდენტობა ამ ბიბლიოთეკაში აქვს გატარებული – ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნებები.

მადლობა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს, რომელიც ბიბლიოთეკის საქმიანობას შესანიშნავად უძღვება. ასევე, დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს. მათი დამსახურებაა ის განვითარება და შენაძენი, რაც ბიბლიოთეკას ყოველწლიურად აქვს როგორც წიგნების, ასევე მკითხველის სახით.” – განაცხადა კუჭავამ.

 

magti 5g