LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 8 სახის ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს განსაზღვრავს

70
FORTUNA.GE- (4)

“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები დამტკიცდა.

8 ნარკოტიკზე ოდენობების განსასაზღვრად პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა: გამოიწვევს თუ არა ცვლილება სასჯელების გადახედვას, სარჯველაძე განმარტავს

გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.

ახალი პროექტის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობების განსაზღვრა და დოზების დადგენა ხდება.

საუბარია ნივთიერებებზე: ამფეტამინი; დეზომორფინი; ლიზელგინის მჟავა; ეფედრონი-მეტკათინონი; მეტამფეტამინი; მეთადონი და ჰეროინი.

კანონპროექტი მიმდინარე წლის იანვარში დარეგისტრირდა. მისი ინიციატორები არიან მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო ასევე დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე.

რვა ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის დადგენასთან დაკავშირებულ პროექტს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პოპულარულები