LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

135
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა.

ცვლილებები მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებები ძირითადად საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ემსახურება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა საბჭოს უფლებამოსილება. ცვლილებები ასევე შედის საზედამხედველო სტრუქტურაში, საინვესტიციო ლიმიტებთან დაკავშირებით და ა. შ. ცვლილება ეხება სააგენტოს სახელწოდებასაც – საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“.

mazda magti 5g