LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

146
მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტით დაიხვეწება ინსპექტირების პროცესი, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ფრენის უსაფრთხოებას.

კანონპროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს მიენიჭება უფლებამოსილება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შეამოწმოს.

ამასთან, კანონში შევა რიგი რედაქციული ცვლილებები მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებით ან შეცვლით თანამედროვე მოთხოვნებთან კოდექსის ადაპტირების მიზნით.

პარლამენტმა ცვლილებებს მხარი 75 ხმით დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g