LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

248
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. იმპიჩმენტის საკითხისას რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდებოდა.

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, „ევროპელი სოციალისტები“, „გირჩის“ წევრები და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ.

სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად.. მან შეიწყალა კრიმინალები“ – ირაკლი კობახიძე

ხვიჩია: „მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“ – რატომ გააკეთეთ ეს, რას ერჩოდით ქართველ ხალხს?“

 

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები