LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან აქციაზე, „ტაბულას” ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს

131
277973834_926270114715894_2824541366482857966_n

პარლამენტთან აქციაზე, „ტაბულას” ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ტაბულას” მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე ავრცელებს.

ცნობილია, რომ აქციაზე ასევე დააკავეს, ,,პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით „ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს, სადაც 4 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სურთ პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მო­სულ „ხალ­ხის ძა­ლის” და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რი მო­უ­წყონ.

საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მხარი დაუჭირეს

სახელმწიფო დაცვამ პარლამენტის ეზოდან მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

როგორ განვითარდა მოვლენები დღის განმავლობაში, იხილეთ ვრცლად:

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა