LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „ახალი“: „ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის“

219
ნიკა მელია და ნიკა გვარამია

„ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად.

მამუკა მდინარაძე: თამამად შეგვიძლია „ვეტინგის“ საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ – თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან

„2024 წლის 22 მარტს, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ, განაცხადა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საკითხი დახურულია და მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი რეფორმების გატარებას.

ასევე, დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე დასანქცირებულმა სასამართლო კლანმა ერთი-ერთში გაიმეორა მმართველი პარტიის დეზინფორმაციული გზავნილები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმების დისკრედიტაციის მიზნით. ეს კი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ღიად უარის თქმას ნიშნავს.

ნიკა გვარამია: „ახალზე“ ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მძიმეწონიანი მოთამაშეები ვართ, ილაპარაკეთ ჩვენზე, ეს გვაწყობს“

ევროკავშირი არის ღირებულებებზე, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური ერთობა. რუსეთისგან განსხვავებით, ის სხვა სახელმწიფოებს აღიქვამს თანასწორ პარტნიორებად და პატივს სცემს ხალხის არჩევანს.

ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის. სწორედ ამიტომ, ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად.

ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს გახდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს, ბედნიერებისა და მშვიდობის მყარ და სამუდამო გარანტიებს“. – ნათქვამია „ახალის“ განცხადებაში.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g