LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: „რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც“

138
გიორგი გახარია და მზია ამაღლობელი

„რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!“ – ამ განცხადებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

პარტიის განცხადებით, რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“

„ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!

„ბათუმელების“ დამფუძნებელს – მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება მოსამართლე  ნინო სახელაშვილმა მიიღო, რასაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისა და ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება. გამარჯვება არის გარდაუვალი!“. – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

„თავისუფლება მზიას“ – სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.

ინფორმაციისთვის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„მზია ამაღლობელის პატიმრობა იქნება უსაფუძვლო, არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა“ – საია-ს მიმართვა სასამართლოს

რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან – ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის! ბათუმში…

Posted by გახარია on Sunday 12 January 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g