LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„​პასუხისგებაში უნდა მიეცეს მანქანის მფლობელიც და ისიც, ვისთანაც საჭესთან დაჯდომამდე დალია.. მხოლოდ ივლისში საგზაო შემთხვევებით 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა“ – გოგა ჩანადირი გლდანში მომხდარ ავარიაზე

1252
Untitled design (2)

გუშინ, გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც გოგა წერს, „​პასუხისგებაში უნდა მიეცეს მანქანის მფლობელიც და ისიც, ვისთანაც საჭესთან დაჯდომამდე დალია“.

მისი განცხადებით, „მთელი ჯაჭვია, რის გამოც მხოლოდ ივლისში საგზაო შემთხვევებით 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 300-ზე მეტი დაშავდა“.

„ჩემს დას ტელეფონი ჰქონდა ხელში, რომელიც სავარაუდოდ, დარტყმის დროს გაისროლა სადღაც.. თუ ნამუსი გაქვს იქნებ გამოჩნდე და მოგვაწოდო“ – გლდანში ავარიის დროს დაღუპული ქალის ძმა განცხადებას ავრცელებს

„ღმერთო, ვიღაც არაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და გლდანში ორსული, 25 წლის ნათია ამა­რი­ა­ნი მოკლა. ამბობენ, რომ მართვის მოწმობაც არ ჰქონდა.

აი, რის გულისთვის? ხომ გააუბედურა ოჯახიც და საკუთარი თავიც არ დაინდო? ხედავთ, რამხელა პრობლემაა? – ადამიანების შეგნება ძალიან დაბალია და არაფხიზელს შეუძლია საჭის მართვა. თან ისე, რომ არ უშლიან ახლობლები. სხვისი სიცოცხლის მიმართ უპასუხისმგებლობაც სახეზეა. ვინ მოგცა უფლება, რომ სხვას სიცოცხლე წაართვა?

გლდანში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია

კიდევ ერთი პრობლემაა, რამდენად სწორად იძლევიან ფსიქოს, რამდენად სწორად იქცევა ის, ვინც მანქანას აძლევს მთვრალს ან უმართვისმოწმობოს, რამდენად სწორად იქცევა პოლიცია, როცა მართვის მოწმობა ჩამორთმეულს არ ამოწმებს.

მთელი ჯაჭვია, რის გამოც მხოლოდ ივლისში საგზაო შემთხვევებით 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 300-ზე მეტი დაშავდა.

პასუხისგებაში უნდა მიეცეს მანქანის მფლობელიც და როგორც იაპონიაშია, ისიც, ვისთანაც საჭესთან დაჯდომამდე დალია.

ეს უბედური მკვლელიც მეცოდება იმის გამო, როგორ დატანჯავს ცხოვრება ამ სასტიკი და უპასუხისმგებლო საქციელის გამო.

თანავუგრძნობ ნათიას ოჯახსა და ქვეყანას ამ დიდ ტკივილს“, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

ავარიას გლდანში ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

Tbilisi Energy: გლდანში მომხდარი ავარიის გამო დაზიანდა გაზის მილი, შეიქმნა აფეთქების საშიშროება

 

ღმერთო, ვიღაც არაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და გლდანში ორსული, 25 წლის ნათია ამა­რი­ა­ნი მოკლა….Posted by გოგა ჩანადირი on Saturday, 29 July 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g