LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასუხისმგებლობას ვერ იღებენ რომ გზაში ლეტალური შედეგი არ დადგეს“ – დეკანოიძე განმარტავს რატომ ვერ გადაიყვანეს სააკაშვილი სასამართლოში 

155
ხატია დეკანოიძე

„როდესაც მე ადმინისტრაციას და ექიმს ვესაუბრე მას საავადმყოფო და ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში. პასუხისმგებლობას ვერ იღებენ რომ გზაში ლეტალური შედეგი არ დადგეს რაც მიუთითებს იმას რომ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კლინიკის ექიმები სასამართლოში ექსპრეზიდენტის ეტაპირებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ის ესაუბრა ექსპრეზიდენტის მკურნალ ექიმს, რომლის განცხადებითაც, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა ლეტალური შედეგი სასამართლოში ტრანსპორტირებისას დადგეს:

მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცანო მის მდგომარეობას – სახალხო დამცველი სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ მივიდა

„ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი წონის მხრივ, ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად მძიმე შედეგებია, როგორც მე ვესაუბრე მკურნალ ექიმს. როდესაც მე ადმინისტრაციას და ექიმს ვესაუბრე მას საავადმყოფო და ექიმები არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მისი ეტაპირება მოხდეს სასამართლო დარბაზში.

პასუხისმგებლობას ვერ იღებენ რომ გზაში ლეტალური შედეგი არ დადგეს რაც მიუთითებს იმას რომ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ბოლოს მიხეილ სააკაშვილი 10 დღის წინ მოინახულა და მას შემდეგ ზედაპირული დაკვირვებით მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

წიკლაური: ერთის მხრივ ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მეორე მხრივ, სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევენ, რათა განცხადება არ გააკეთოს

„მე მაქვს განცდა, რომ მთავრობას უბრალოდ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში იხილოს, რომელშიც ის არის. მათ არ უნდათ, რომ მილიონობით ადამიანმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნახოს.“– განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კერძოდ, დეკანოიძის თქმით, სააკაშვილს გაუმძაფრდა ხელის კანკალი და ასევე, ტრემორი აღენიშნება თვალზეც, რაც 10 დღის წინ არ ჰქონდა. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ მოხდება გარდა იმისა, რომ ექიმების თქმით, ეს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ასევე შეიძლება იყოს ისიც, რომ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ იხილოს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი:

„ასევე ბადრაგი და პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. მე ექიმი არ გახლავართ, მაგრამ ზედაპირულად ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე არ მგონია მან შეძლოს ჩვენების მიცემა ან ჰქონდეს იმის ძალა კომენტარი მისცეს სასამართლოს. გარდა ამისა, მჯერა რომ მათ არ უნდათ მიხეილ სააკაშვილი როგორც გამოიყურება ეს ნახოს მთელმა მსოფლიომ.

ესეც არის ჩემი შთაბეჭდილება. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ნერვოლოგიური დასკვნა ყოფილა მძიმე, წონა გცილებით ნაკლები აქვს ვიდრე 10 დღის წინ, ტრემორი ხელზე უფრო გამოკვეთილია ასევე თვალზე, რაც არ ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. ჩვენ შევთავაზეთ რეანომობილით მისი გადაყვანა, ისინი ამბობენ რომ ამ ეტაპზე ისინი არ ექვემდებარება მოძრაობს მათ შორის მანქანაში,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ამავე თემაზე:

დავითულიანი სააკაშვილზე: პროცესზე დასწრება ემსახურება იმას, რომ მისი მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინოს – არ მჯერა, რომ ამ ადამიანს ისეთი რამ სჭირდეს, რომლის მომსახურებას ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს

„ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი – გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება“ – ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დღევანდელ პროცესს დაესწროს

ადვოკატი: სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ

ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი

სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები