LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ამბავი არაა დავითისგან ასეთი ძვირფასი საჩუქარი. ასე ვიქეცით ერთ გუნდად…ღმერთო რა მტკივნეული ყოფილა” – მეგობარი დავით ბერიაშვილზე

1106
BeFunky-collage - 2023-08-08T225843.114

შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ დავით ბერიაშვილს, მეგობარი, ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და მასთან ურთიერთობის ისტორიებს იხსენებს.

„ცოდნის კაფე რომ შევქმენით მე და ნანამ, იმ ღამეს როცა გავხსენით და მარტო დავრჩით, ყველა რომ გავიცილეთ და მოდი დავილაპარაკოთო რომ ვთქვით, ვიყავით ორი კინკილა გოგო.

თვალებგაფართოებულები ვუყურებდით ერთმანეთს და ნეტა შევძლებთო? ერთმანეთს ვეკითხებოდით.
მერე ვთქვით, რომ თუ ვერ შევძლებდით,
აგერ 1 წელში დავკეტავდით და ეგ იქნებოდა.

ერთ დღეს აკაკი მოვიდა და თქვა,
აიო ჩემს კლასელებსაც უნდათ დასწრება და თან დათო არის, ჩემი მეგობარი, იმასო წიგნების კითხვა უყვარსო და მოეწონება ეს ადგილიო.

ასე მოვიდა დათო ჩვენთან. დათოს მოჰყვა მთელი კლასი.
მაშინ აბიტურიენტები იყვნენ. დათო როგორია და ასეთი, თბილისიდან რომ მოდიოდა, მაშინვე მომწერდა,
კაფეში ხართ? ზურგჩანთით ჯერ ცოდნის კაფეში მოგვადგებოდა, შეეხმიანებოდა მთელს სამეგობროს
და ყველანი იქ იკრიბებოდნენ.

დასხდებოდნენ და რაზე აღარ ლაპარაკობდნენ. საჭმლის დრო მოვიდოდა? ყველა ერთად გავამზადებდით,
ვჭამდით, დავრეცხავდით, დავასუფთავებდით.

ჰოდა იყო ასე, თავიდან ორი კინკილა გოგოს შექმნილი ცოდნის კაფე, სულ მალე ამ ახალგაზრდებმა ცოდნის კაფეს გუნდად აქციეს. ასე გახდა ცოდნის კაფე ის, რაც არის.
მას შემდეგ, მე და ნანა ღამე მარტოები აღარ დავრჩენილვართ, არც აღარაფრის შეგვშინებია.
ამიტომაც გადარჩა და არ დაიკეტა. საღამოობით ერთად ვალაგებდით, ვწმენდით, ვგეგმავდით და ერთად მივდიოდით სახლში.

აი ჩემი თავი ჰო ჭკვიანი მეგონა, მეთქი ცოდნის კაფე გავხსენით, რაავი, დათოს და მის სამეგობროს რომ ვუყურებდი, გაოგნებული ვიყავი, რანაირად მოახერხეს ამ ახალგაზრდებმა ასე განვითარება მეთქი.

მოდიოდნენ და რაღაც თამაშებს თამაშობდნენ, ჰო წარმოგიდგენიათ ჭკვიანი ადამიანები, დავითს რომ ცოდნა ჰქონდა, ვერც გაიაზრებთ, თან ჰო მაგრა უკვირდა, რატომ არ ვიცოდით მსოფლიოს რომელიღაც წერტილში,
რომელიღაც მთაზე როდის ავიდა რომელიღაც მთამსვლელი.
მე იმათ ჭკვიანი ვეგონე, მოდიო, ჩვენთან ერთად ითამაშეო, რაღაცა ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობდნენ,
მე კიდე მაგრა მეშინოდა, მეთქი ახლა თუ ვეთამაშე და დათო მიხვდა რო არაფერი არ ვიცი, მაგრა დამცინებს,
ჰოდა არ ვითამაშებ, სადა მაქვს ორი თავი.

მერე იყო უამრავი გადაბარგება და ყველგან ერთად ვიყავით. პანდემიის დროს, ყველაფერი რომ დაიკეტა,
იმდენად მიჯაჭვულები იყვნენ ცოდნის კაფეზე, მაინც მოდიოდნენ, მაინც ისხდნენ ცოდნის კაფეში და
აგრძელებდნენ ფილმებისა თუ ჯადოსნურად ჭკვიანური თამაშების თამაშს.

დათოს უყვარს Pink Floyd, ამერიკაში რომ ვიყავიო, იქიდან ჩამოვიტანე ამათი ორიგინალი ფირფიტაო და გვაჩუქა მაშინ, როცა ცოდნის კაფეს გუნდის წევრად იგრძნო თავი.
დავითმა რომ დაგაფასა და ასე საჩუქარი გაჩუქა, დიდი ამბით მივიღეთ, „პატარა ამბავი არაა დავითისგან ასე ძვირფასი საჩუქარი. ასე ვიქეცით ერთ გუნდად.
ჰოდა ამიტომ გვტკივა განსაკუთრებულად. ზუსტად ვიცი, საბოლოოდ, ცოდნის კაფეს ახალგაზრდები კი გავზარდეთ, მაგრამ იმათაც არანაკლები წვლილი აქვთ ჩვენს მსოფლმხედველობის გაზრდაში თუ ცოტა მეტი არ, ვიდრე ჩვენ.

დათოს აქვს ყველაზე დიდი იუმორი და რადგან ქიზიყელია, ყველაზე პირდაპირ გეტყვის ყველაფერს,
აი ასე, მშვიდად, ლაღად და ღიმილით სახეზე, ისე ზუსტად გეტყვის რაღაცას, გინდა იქვე რამე ბალიში მოძებნო და თავი ჩაყო სირცხვილით გაწითლებულმა.

ისეთ რამეს გეტყვის, უცებ ვერ გაიაზრებ და მერე სიცილით კვდები, ეგ რაააააა მითხრაო.
ღმერთოო, ისე მწარე რაღაცას იტყვის ხოლმე ვინმეზე, დათო კარგი რაა, ესე როგორ ლაპარაკობ,
ვეტყვი ხოლმე და კარგი მაშინ და აბა დაფიქრდი, მასე არააო? და ზუსტად ისეა, როგორც დათო ამბობს.

დაგინახავს, სკანერში გაგატარებს და ზუსტად იცის ვინ ხარ, რა შინაგანი სამყარო გაქვს და თუ არ მოეწონები,
აგკენწლავს. არა, თუ მოეწონები, მაინც აგკენწლავს, ეგეთია რა, დათოა. ამიტომ დამაკლდა ძალიან,
თან ჰო სულ ჩვენი იმედი ჰქონდათ, სამაგიდო თამაშებზეც ბოლოს რომ მწერდა, აი ვის მივმართოთ, რა ვქნათ,
როგორ მოვიქცეთო, მე კი ვწერდი, მაგრამ ვინც ვუთხარი, ეგენი უკვე ვიცითო.
მოკლედ, გეგმებს ვაწყობდით ქართულ მითოლოგიაზე საოცარი თამაში რომ შექმნეს, ვის დაებეჭდა,
ბოლოს ვეღარ შევეხმიანე და მეთქი აქ რომ ჩამოვა, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რა უნდა თამაშის დაბეჭდვას,
ამხელა ცოდნის კაფე ავაშენეთ. ჰოდა დათო ვეღარ ჩამოვიდა. ჰოდა ამიტომაა გულში რაღაცნაირი სევდა.
სევდა იმისა, რომ დათო, ამ ქვეყნად აღარაა და იმედი იმისა, რომ მისი სამეგობრო, ჩვენ თაობაზე 100 000-ჯერ უფრო ჭკვიანები, ლაღები, თავისუფლები, მიგვიყვანენ ღირსეულ საქართველომდე.

მშვიდობით დავით, თქვენ ჩემი პირველი დანაკლისი ხართ სამეგობროდან და ღმერთო რა მტკივნეული ყოფილა!
ეს პოსტი დათოსია, დანარჩენ ჩემ ორ მეგობარს ვერც ვახსენებ, სამივე ისე დიდია, როგორ ვაკადრო ერთ ამბავში ჩატევა”, – წერს ქეთი მოლაშვილი.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული. 

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას

შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის დავით ბერიაშვილია

„დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი.. სოფი, ღიმილა გოგო.. გიო უნიჭიერესი პიროვნება – სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის.. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ“ – გელა ცხადაძე სტიქიის დროს დაღუპულებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g