სტელა ევა ანჯელინას შესახებ საზოგადოებამ ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. ის ლეგენდარული მსახიობის მეოთხე შვილია. ულამაზესი ევა ახლა 18 წლისაა და ის სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო მეტს აქტიურობს.
ფოტო: გაიცანით 18 წლის ევა, რომელმაც ლეგენდარულ ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელი წლები გაულამაზა
ქერა თმა, მოხდენილი სხეული და ფირუზისფერი თვალები, – გოგონა ყოველდღიურად მშვენდება.
შეგახსენებთ, ის ჟან-პოლისა და მომღერლის, ნატი თარდივალის ქალიშვილია. მსახიობი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ოთხი შვილი ჰყავს, ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი, მათგან პატრისია ბელმონდო 1994 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.