სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა განაცხადა. პეტრიაშვილის თქმით, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და მას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაწერენ საავადმყოფოდან.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.
