LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა – იმედია, ზურაბიშვილს ასეთი განზრახვა არ აქვს“ – კობახიძე

131
კობახიძე და სალომე

„პატრიარქზე, რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და ეს გადაწყვეტილება პატრიარქზე გადაანაწილოს.“

„ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი.

რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს მე არ ვიცი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას, აცხადებდა, რომ არ იქნებოდა ვეტომდებელი, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია” – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები