სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები.
მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო
„მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი.
დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდადებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი – სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები. საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება.
მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ. მსჯავრდადებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
“შეიძლება უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა იყოს” – სააკაშვილთან შესვლას მისი მკურნალი ექიმი ითხოვს
